ანალიტიკა

ჩიხში მოქცეული სასომხეთი საქართველოს „ბაზარზე გასვლას“ სთავაზობს

19.07.17 14:00


როგორც ჩანს, სასომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე აღარ იცის რა შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაინთანხმოს ისინი სასომხეთისათვის ეგზომ სასიცოცხლოდ აუცილებელი სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით. სასომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ-კარაპეტიანმა, რომელიც ამა წლის 23-24 თებერვალს ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში, «კომპლიმენტებად დაიღვარა» საქართველოსთან მიმართებაში.

«ჩვენ მოგვენატრა ის ატმოსფერო, რომელიც აქ დაგვხვდა. საქართველოში ჩამოვედით საქმიანი და კეთილმეზობლური განწყობით. ვგეგმავთ შევქმნათ ატმოსფერო ბიზნეს-სექტორში ორმხრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად», — განაცხადა კარენ კარაპეტიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

გასაგებია, რომ სასომხეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოსგან მიიღოს თანხმობა სატრანზიტო დერეფნების გახსნაზე და ეხლა საქებარ სიტყვებს არ დაიშურებს, მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც მიიღონ, ლამაზი სიტყვები არ კმარა. საჭიროა კიდევ რაღაც გაიღო სანაცვლოდ და აქ, სასომხეთი საქართელოს ჰპირდება იმას, რისი მიცემაც დღევანდელ მის მდგომარეობაში არ ძალუძს.

სასომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა საქართელოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა იმის შესახებ, რომ სასომხეთი, თავად სრულ იზოლაციაში მყოფი, მზად არის საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს „გარე ბაზარზე გზა გაუხსნას“.

«სასომხეთი მზად არის ბიზნესმენებს საქართველოდან დაუთმოს პლატფორმა გარე ბაზარზე ერთი საფეხურით მაღლა ასასვლელად» – განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

სასომხეთის მხრიდან გარე ბაზარზე გაყვანის საკითხი რომ აბსურდულია, ისედაც ცხადია, სასომხეთის აზერბაიჯანთან დაპირისპირების გამო იგი თავადაა ბლოკადაში. ცხადია ისიც, რომ ჩიხში ყოფნის დროსაც კი, სასომხეთი ახერხებს და საქმეს უფუჭებს ქართველ ბიზნესმენებს ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება.

ასე მაგალითად, სომეხმა მწარმოებლებმა თავხედურად მიითვისეს დაბალხარისხოვანი ორი ქართული სახეობის ღვინო - „საფერავი“ და „კახეთი“, რომელთა საფარქვეშ სომხებს სურთ საკუთარი ნაწარმის გატანა უცხო ბაზარზე, რითაც ისინი მნიშვნელოვნად აზარალებენ ქართველ მეწარმეებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციით. ასე, რომ ვიდრე ქართულ ბიზნესს პლატფორმას შესთავაზებდნენ, სასომხეთის ხელისუფლებას ურჩევნია საკუთარ ბიზნესმენებს შეახსენოს სხვების ბრენდების პატივისცემის აუცილებლობა და გაყალბებისა და ფალსიფიცირების დაუშვებლობა.

თუკი კარენ კარაპეტიანს მხედველობაში ჰქონდა ქართული ბიზნესის ირანში გამავალი პლატფორმის შეთავაზება, უნდა შევახსენოთ, რომ საქართველო შესანიშნავად ახერხებს ირანთან ვაჭრობას აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით და საერთოდ არ საჭიროებს დამატებით პლატფორმებს.

ქართულ მხარეს ბევრ სომეხ ბიზნესმენთან აქვს შეკითხვა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ისეთი ბიზნესმენების უკანონო მოღვაწეობას, რომელთაც აქვთ სასომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-აფხაზეთზე, სადაც, როგორც ცნობილია, ეთნიკურმა სომხებმა ხელთ მოიგდეს მთელი იქაური ეკონომიკა.

აქვე წარმოიქმნება საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის, განსაკუთრებით სომეხი ეროვნებისა, პლატფორმის შეთავაზებით, სასომხეთის ხელისუფლება შეგნებულად ეცდება შეიტყუოს ისინი აერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყარაბაღში, რათა ამ გზით საქართველო აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციისა და აზერბაიჯანული რესურსების ყაჩაღობის ირიბი თანამონაწილე გახადონ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სომეხი ოკუპანტები მტაცებლურად აწარმოებენ აზერბაიჯანული ოქროსა და ფერადი ლითონის საბადოებიდან რესურსების გატანას. ამასთან, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ზემოთ ხსენებული ნედლეულის ძირითადი ნაწილი „სომხური ნედლეულის“ სახით იგზავნება მარნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ყაზრეთში, რაც საგრძნობლად აზიანებს ქვემო ქართლისა და აბინძურებს მდინარეებს - მაშავერას, ხრამსა და მტკვარს.

ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ბიზნესის ინტერესებში შედის, რომ სასომხეთის მიერ შემოთავაზებული პლატფორმისა და მსგავსი წინადადებებისაგან შორს დაიჭიროს თავი, ვინაიდან ეს საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.



KavkazPlus

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები