საზოგადოება

როგორი იქნება თბილისის განვითარების გეგმა

19.07.17 14:35


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის პირველი საჯარო განხილვა დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა — პრეზენტაცია კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველომ" ჩაატარა.

სპეციალისტთა ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ შესრულებული სამუშაოების შედეგებზე და შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტზე დეტალურად ისაუბრა.

ბოლქვაძის თქმით, შედგენილია სხვადსხვა რუკები, რომლებიც განსაზღვრავს დედაქალაქის განაშენიანების შეზღუდვებს, მწვანე ტერიტორიებს, სკვერებსა და ლანდშაფტის დაცვის ზონებს.

„ის სიახლეები, რაც არის შემოთავაზებული გენერალური გეგმით, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საცხოვრებელი გარემო ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო უკეთესი იყოს. მიუხედავად არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯისა, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვდგამდით ქალაქის სასიკეთოდ, ეს მაინც ფრაგმენტულ გადაწყვეტილებებზე იყო დაფუძნებული. მას შემდეგ, რაც ქალაქს განაშენიანების ახალი გეგმა ექნება, ეს ყველაფერი ერთიან ჩარჩოში იქნება", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს დეპუტატები ძირითადად ინტერესდებოდნენ თბილისის ურბანისტული განვითარებით, ეკოლოგიური მდგომარეობით, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს მიმართ პოლიტიკით, სარეკრეაციო ზონების რიკებით, სარკინიგზო ქსელით, მცირე მდინარეებით, მტკვრის გასწვრივ მწვანე არეალების მოწყობით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, ურბანისტები, თბილისის რაიონების გამგებლები და მედიის წარმომადგენლები.

დოკუმენტის დამტკიცებამდე, პროექტის საჯარო განხილვები არქიტექტორთა კავშირში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. დოკუმენტის განხილვის პროცესში სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლების ჩართვაც იგეგმება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები