ეკონომიკა
14.06.16 17:20
2016 წლის 14 ივნისს, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.
„საქართველოში იმყოფება აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაცია, მათ შორისაა, ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფარავს საქართველოს. გარდა ამისა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი ეცნობიან საქართველოში აზიის განვითარების ბაკის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვსაუბროთ სამომავლო პერსპექტივაზე.
მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა იმ პოლიტიკისა და მიმართულებების, რომელზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ბანკს, დაახლეობით, მილიარდ დოლარამდე უკვე ინვესტირებული აქვს საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ADB სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„საქართველოში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. აზიის განვითარების ბანკს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟონჟინ უანმა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24