მსოფლიო

იაპონიაში აუტანელმა სიცხემ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

19.07.17 17:35


იაპონიის სახანძრო სამსახურმა, რომლის საქმიანობაში შედის სასწრაფო დახმარება, განაცხადა, რომ კვირის განმავლობაში, 10 ივლისიდან დაწყებული, საავადმყოფოებში სიცხის გამო მოთავსებული 7,7 ათასი ადამიანიდან ექვსი გარდაიცვალა.

ეს მაჩვენებელი ერთი კვირით ადრე დაფიქსირებულზე 1,8-ჯერ მეტია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გასულ კვირაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსის ფარგლებში იყო. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი დღეები გაგრძელდება.

საავადმყოფოებში, ძირითადად, 65 წელს ზევით ადამიანები მოხვდნენ.

სამი კვირის განმავლობაში სულ ჰოსპიტალიზებულია 170 ათასი ადამიანი.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები