პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

19.07.17 18:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებს, ასევე, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები