პოლიტიკა

ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიაში სამუშაოდ თანამოაზრეებს და გუნდის წევრებს იწვევს

04.05.16 16:45


პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი გუნდში თანამოაზრეებს და გუნდის წევრებს სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად იწვევს. შემოთავაზებული დასაქმების მიმართულებებს შორისაა: აქტივისტები, რომლებიც ქვეყნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის ხელმოწერებს შეაგროვებენ, რეგიონული შტაბების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ყველა მათგანს შეუძლია გახდეს შემდგომში დეპუტატობის კანდიდატი, როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული სიით.

„გიწვევთ გახდეთ ჩემი გუნდის წევრი! მე ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ბედის მიმართ არ არიან გულგრილნი! სამსახური კარგად ანაზღაურებადი იქნება, ჩვენ თანამშრომლები საქართველოს ყველა რეგიონში გვესაჭიროება, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებშიც!

სამუშაო ყველასთვის საკმარისად არის და თითოეულ მსურველს მისთვის საინტერესო დასაქმებას შევთავაზებთ: ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის ხელმოწერების შეგროვება, მუშაობაოფისში, შტაბებში, რეგიონულ წარმომადგენლობებში, რეგიონული შტაბების ხელმძღვანელობა და სხვა მრავალი!

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე და მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი:[email protected] ყველა ერთად ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფეისბუქის პირად გვერდზე.

წყარო : IPN /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები