პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ადამიანების მსგავსი კონსოლიდაციის მხოლოდ რამდენიმე პრეცენდენტი მახსენდება - 9 აპრილის და 13 ივნისის შემდეგ

14.06.16 18:00


ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დანაკარგია, როდესაც ამდენი ადამიანი, ამდენი ახალგაზრდა ეწირება ბუნებრივ კატაკლიზმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკე-საბურთალო გზაზე 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა, სადაც პატრიარქმა პანაშვიდი გადაიხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ზუსტად 1 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც ზუსტად ამ დროს თბილისში დატრიალდა და რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„დღეს მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დანაკარგია, როდესაც ამდენი ახალგაზრდა ეწირება ბუნებრივ კატაკლიზმას, რომელიც გამოიწვია მეწყერმა, წყალდიდობამ და ყველაფერმა ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უმთავრესი არის ის, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იყო უდიდესი კონსოლიდაცია, მთელი ერი გაერთიანდა.

„იყო უდიდესი თანაგრძნობა მთელი ერის ახალგაზრდების მხრიდან გამოხატული, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ იმისთვის, რომ გაეწმინდათ მიდამოები. რამდენიმე პრეცედენტი მახსენდება ასეთი. ეს იყო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გაერთიანდნენ და ერთ მუშტად იყო შეკრული მთელი ერი და ეს იყო 13 ივნისის ტრაგედია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები