პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხალხს განცდა აქვს, რომ სამართლიანობა არ აღდგა, არადა, სააკაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი კი, ციხეში

14.06.16 18:10


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პროკურატურაში ბევრი საქმეა და მუშაობა მიმდინარეობს.

“ის რაც მოხდა საქართველოში, ამ მიმართულებით, საოცრებაა მაგრამ ხალხს ისევ ის განცდა აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა. არადა პრეზიდენტი დევნაშია, კეზერაშვილი დევნაშია, მერაბიშვილი კი, ციხეში.

ჩემი პრემიერობის დროს, დროის 90%-ს ვხარჯავდი იმაში, რომ პარტნიორებისთვის ამეხსნა, რა ხდებოდა საქართველოში.

“ნაციონალები” საზოგადოებაზე მენტალურად ისევ ძალადობენ და მოსახლეობის უკმაყოფილებაც ამიტომ გამოიხატება. უზნეო ხალხი მორალზე გველაპარაკება და ამიტომ არის აღშფოთებული ხალხი”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები