პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - ყველაზე გვიან შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი

14.06.16 18:40


გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.

იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდეს ეს საკითხი, თუ არადა გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს", - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები