ანალიტიკა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობაზე კალანტაროვის პოტენციური მემკვიდრის უცნაური სიკვდილი

21.07.17 14:50


2017 წლის 20 თებერვალს, თავისი 65-წლიანი იუბილეს დადგომამდე, ნიუ-იორკში უეცრად გარდაიცვალა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოში 2006 წლიდან ეკავა.

დიპლომატის გარდაცვალება მეტად უცნაურად გამოიყურება ორი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, ოფიციალური ცნობით, იგი «გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე».

მეორეც, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სხვა თანამდებობაზე უნდა გადასულიყო, სავარაუდოდ, უფრო მაღალზე...რაც, ცხადია მავანსა და მავანს არ აწყობდა …

ბოლო დროს კრემლის ზოგიერთი წყარო ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა, შემდგარი სახელმწიფო ჩინოვნიკებისაგან, აშკარად უკმაყოფილო იყო რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მუშაობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეთნიკური სომეხი სერგეი ლავროვი (იგივე კალანტაროვი).

უკმაყოფილების მიზეზი რომ ნამდვილად არსებობდა, ეს უდავოა. სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სწორი გათვლები ვერ გააკეთა და ეს რუსეთს საშინელი გეოპოლიტიკური დარტყმების სახით დაუბრუნდა.

სერგეი ლავროვის ყველაზე ხმაურიანი გეოპოლიტიკური მარცხი უკავშირდება საქართველოს დანაწევრებისაკენ მის დაუოკებელ ლტოლვას და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (რათა შემდგომში ანალოგიურად აღიარონ მთიანი ყარაბაღის «დამოუკიდებლობა»), მან იმხელა ძალისხმევა და რუსეთის საბიუჯეტო სახსრები მოახმარა ამ საქმეს, რომ თვალთახედვიდან სრულიად გამოეპარა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც, საბოლოო ჯამში, 2014 წლის დასაწყისში, არა მხოლოდ გამოვიდა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდან, არამედ მტრულ ბანაკადაც კი გარდაისახა.

ყველა მცდელობამ ვითარების გამოსწორებისა, რომლის მიზეზიც ლავროვის უნიჭობა და არაპროფესიონალიზმი შეიქმნა, უფრო უარესი შედეგები გამოიწვია, რაც გამოიხატებოდა ყირიმის გამო რუსეთის მიმართ გამოყენებულ სანქციებში, დონბასის ომსა და პოსტსაბჭოურ სივრცეში მოკავშირე ქვეყნებთან დაპირისპირებაში.

სათქმელიც არაფერია, თუკი ყველაზე ერთგული მოკავშირე ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საჯაროდ გალანძღა სერგეი ლავროვი და ზედ მისი პროსომხური დიპლომატიაც მიაყოლა. ლუკაშენკოს რეაგირებაც არ მოუხდენია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მუქარაზე და აზერბაიჯანს გადასცა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონდამრღვევი – ალექსანდრე ლაპშინი, მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი ამას დაუშვებლად მიიჩნევდა.

ზოგადად, კალანტაროვი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა სომეხთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ძალიან ცოტას-რუსეთს. ამიტომ, რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკთაგან უმეტესობისათვის გასაგები გახდა, რომ ლავროვი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვინ იქნება შემცვლელი? რუსეთის საგარეო უწყებაში ლავროვის ყველა მოადგილე მისივე დანიშნულია და მათი თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ უწყების საქმიანობა დიდად არ შეიცვლებოდა.

ყველაზე მისაღებ კანდიდატურად ითვლებოდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი. მით უმეტეს, ამ დიპლომატს უკვე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ჯერ კიდევ ლავროვის აღზევებამდე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ჩურკინი მუშაობდა 1992—1994 წლებში.

საინტერესოა, რომ სერგეი ლავროვი 1994-2004 წლებში გახლდათ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო ჩურკინი ამ თანამდებობაზე 2006 წლის 8 აპრილიდან.

თანაც, ფაქტობრივად, იგი ლავროვმა „გადაასახლა“ გაეროში, ვინაიდან თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეძლო ხელახლა დაეკავებინა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

და აი, უცებ, სერგეი ლავროვ-კალანტაროვის ყველაზე რეალური მემკვიდრე გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, თუმცა არსებობდა გარკვეული პროგნოზები, რომ მისი დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ.

გასაგებია, რომ რუსეთში სომხური ლობის საკვანძო ფიგურის, სერგეი ლავროვ-კალანტაროვის ასე მოცილება დაკავებული თანამდებობიდან სომეხთა მთელი გეგმების განხორციელებას ყარაბაღის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განუხორციელებადს გახდიდა, ამიტომ ჩურკინის უცნაური სიკვდილი გვაიძულებს ვიფიქროთ, თუ ვის აძლევდა ეს ხელს და ვის ჰქონდა იმხელა შესაძლებლობები, რომ ასე უცებ მოესწრაფა სიცოცხლე რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატისათვის. ასეა თუ ისე, ვიტალი ჩურკინის სიკვდილის გამომწვევი მიზეზები დაწვრილებით უნდა იქნას გამოძიებული.



KavkazPlus

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები