პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად ცნო

14.06.16 18:55


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი გაამართლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილი გაამართლა და პოლიტიკურ პატიმრად ცნო. გარდა ამისა, სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ვალდებულება დააკისრა.


ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნა, აღნიშნა კახიძემ. მისივე თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დადგენა არ ითვალისწინებს სავალდებულო ხასიათს.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები