ეკონომიკა

ახალი საბაგირო მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ზამთრის კურორტად გადააქცევს

24.07.17 14:00


კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დასრულდება, სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს, განაცხადა კვირას საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სოფელ სნოში ახალი, 34 ნომრიანი სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


მისივე თქმით, მომავალ წელს მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურირტია. ის რუს და უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კურორტი საქართველოს სამხედრო გზაზე ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 170 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები