საზოგადოება

პრეზიდენტი პატრიარქს: თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, რწმენა ფანატიზმის გარეშე

24.07.17 14:30


საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან და პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს “სნო” გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სასტუმრო ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.

დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.

ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

“თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები