პოლიტიკა

მოსამართლეთა გადანიშვნა შესაძლოა ღია კონკურსის გარეშე მოხდეს

24.07.17 15:15


მოსამართლეთა გადანიშვნა შესაძლოა ღია კონკურსის გარეშე მოხდეს. საუბარია ინსტანციების შიგნით მოსამართლეთა ადგილმონაცვლეობაზე. ახალი რეგულაციით, გადაწყვეტილებას საბჭო ერთპიროვნულად მიიღებს.

იუსტიციის საბჭოს არასმოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეები არათანაბარ და არასამართლიან გარემოში აღმოჩნდებიან.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება საკითხი, რომელიც ეხება რეგლამენტში ცვლილებებს და შეეხება მოსამართლეების უკონკურსოდ დანიშვნას, იმავე ინსტანციის სასამართლოში ან დაწინაურებას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ უნდა მიეცეთ მოსამართლეებს თანაბარი შესაძლებლობები, პირობები და აუცილებელია, რომ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შიდა კონკურსში მონაწილეობა, გადავიდეს სხვა სასამართლოში ან დაწინაურდეს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებაზე დღეს იმსჯელებენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები