საზოგადოება

„ქართველთა მარშისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

24.07.17 15:25


ცოტა ხნის წინ დავით აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ერთდროულად ე.წ ქართველთა მარშისა და „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.

ტელეარხის ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ დაანონსებული კონტრაქცია აღარ გაიმართებოდა, თუმცა „ქართველთა მარშის“ წევრებმა მოულოდნელად კვლავ აღმაშენებლის გამზირზე მიბრუნება გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.


ადგილზე ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეძახილები „მკვლელებო, მწამებლებო, ჯალათებო“.
ტელეარხის ინფორმაციით, „ქართველთა მარშის“ წევრებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ცოცხები ესროლეს.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელსაც ბლაგვი საგანი მოხვდა. მას უკვე გაეწია სამედიცინო დახმარება.

„იმედისთვის“ უცნობია, თუ რომელი აქციის მხარდამჭერი იყო დაშავებული ქალბატონი.

აქცია ჯერ არ დასრულებულა. აღმაშენებლის გამზირზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები