პოლიტიკა

საქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს - იოჰანეს ჰანი

04.05.16 17:10


ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს.

ჰანის განცხადებით, საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ უვიზო მიმოსვლისთვის ყველა საჭირო პირობა დააკმაყოფილეს და ამ დროისათვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო.
მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ უკვე მიიღეს პოზიტიური რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

წყარო : IPN /www.newposts.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები