საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

24.07.17 17:00


24 – 25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება.

26 ივლისს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს.

29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 27 – 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.

30 ივლისს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები