პოლიტიკა

შს მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

24.07.17 17:15


23 ივნისს აღმაშენებლის გამზირზე გამართული აქციების დროს პოლიციელების მიერ ჩატარებული სამუშაოს გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამართალდამცავებს მადლობას უხდის:

„ჩემო პოლიციელებო!

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და სტუმრის მცველი, დგახართ და ყოველთვის იდგებით მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ესაა შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ღირებულება და თქვენ - ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იმედი და ძალა. ასე, მხარდამხარ უფრო მეტს მივაღწევთ.

მადლობა!“- ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები