პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის პროექტებისთვის განხორციელებაში დაეხმარება

14.06.16 19:35


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში, განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 43 ახალი პროექტის განხორციელებისთვის, 2,8 მლნ ევროზე მეტს გამოყოფს იუწყება „Sputnik ესტონეთი“.

მისი განმარტებით, აღნიშნული მხარდაჭერა იმაზე მეტყველებს, რომ ესტონეთს მსოფლიოსთვის სხვადასხვა სფეროში ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა პროექტს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლობის სახსრებით აფინანსებს.


ყველაზე მეტი — 16 პროექტი უკრაინაში განხორციელდება. მათზე სულ 1,2 მლნ ევროა გამოყოფილი. მოლდოვაში რეალიზებული იქნება 12 პროექტი. ამისთვის ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 733 ათასი ევრო გამოყო. საქართველოში განხორციელდება 10 პროექტი — გამოყოფილია 722 ათასი ევრო, ხოლო ბელარუსში — 5 პროექტი — 240 ათასი ევრო.

ყველაზე მეტი — 14 პროექტი განათლების სფეროში განხორციელდება. მეწარმეობის სფეროში მხარდაჭერილია 9 პროექტი, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების — 6.

ჯანდაცვის, მათ შორის ელექტრონული ჯანდაცვის სფეროში მოწონებულია ოთხი პროექტი. სამი პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უკავშირდება, ორი — მედიასა და ჟურნალისტიკას, ხოლო ორი — სოფლისა და თევზის მეურნეობას.

პროექტები 2016-2018 წლებში განხორციელდება. სულ შესული იყო 107 შუამდგომლობა (6 242 720 ევრო).

2015 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 36 პროექტი მოიწონა, ხოლო 2014 წელს — 20.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები