საზოგადოება

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

24.07.17 18:45


განისაზღვრა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის მოდერნიზაციაზე კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

უახლოეს მომავალში ქალაქის ხელისუფლება გამოაცხადებს აუქციონის თარიღს, რომელშიც მონაწილეობას მეორე ეტაპზე გასული ორი კომპანია მიიღებს — "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი". გამარჯვებულმა კომპანიამ გადახდის ახალი სისტემა ერთი წლის განმავლობაში უნდა დანერგოს.

"კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის მონაცემებით, ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, შპს "სატრანსპორტო კომპანია" მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.


"მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად დედაქალაქის მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია სპეციალური ბარათით ან ნაღდი ფულით. მეტროში კი მხოლოდ სამგზავრო ბარათის გამოყენებაა შესაძლებელია.

სამგზავრო ბარათთან ერთად ტრანსპორტის მგზავრობისთვის შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ბარათის გამოყენებაც.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები