პოლიტიკა

ეკა ბესელია - ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს

24.07.17 19:40


ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გუშინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული აქციების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და როლი და ფუნქცია, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული.

„რაც შეეხება შინაარსს, აქ მეც და ალბათ, სხვა პოლიტიკოსებსაც აქვს პოზიცია, მოსწონს თუ არა შინაარსი, რასაც ასეთი ტიპის გამოსვლები ემსახურება. ზოგადად, მგონია, რომ ეს უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო და არა მსგავსი ქმედებები. მე შინაარსის განსჯაში უფრო მეტად არ შევალ. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული“, - განაცხადა ბესელიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები