პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - ჩვენ 26 წელია ევროპაში ვიზებით დავდივართ და 26 დღესაც მოვითმენთ

14.06.16 19:45


პარტნიორები გვპირდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ბევრი თვით არ გაჭიანურდება - ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს.

მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებაში გაჭიანურდა სხვა მიზეზების და არა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გამო.

“ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგები სტრასბურგში, ბერლინშიც - ყველგან. მოგეხსენებათ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სხვა საკითხიც - თურქეთთან ამავე ვიზალიბერალიზაციის თემაზე მოლაპარაკებები, უკრაინასთან მოლაპარაკებები. უკრაინა და თურქეთი ერთად, 100 მილიონზე მეტი მოქალაქეა.

ამასთან დაკავშირებით ევროპულ სახელმწიფოებს სხვა მიდგომები აქვთ.

განსაკუთრებით გართულდა ვითარება მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისების გამო ევროპაში, ამიტომ ხდება საკითხის გადადება სხვა მიზეზების გამო. ჩვენ ყველა კოლეგა, პარტნიორი გარკვეულწილად ბოდიშს გვიხდის ამისთვის, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს გაჭიანურება არ იქნება ბევრი თვით. ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა უწყბების დონეზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ზოგის ივნისში, ივლისში, სექტემბერშიც, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ გარემოებას ამ წუთში, რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ ამ გზით სვლისკენ. ჩვენ 26 წელია ვიზებით დავდივართ ევროპაში, 26 დღესაც მოვითმენთ მე მგონი, იმიტომ, რომ ბოლო ნათელი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები