პოლიტიკა

"აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში რაიმე სახის ფინანსური დარღვევა ვერ აღმოაჩინა" - გიორგი აბაშიშვილი

24.07.17 19:55


პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს,რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათივე თხოვნით შევიდა.

”აუდიტის სახელმწიფო სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა ჩემი თხოვნის საფუძველზე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო ხარჯებზე და მუდმივად ვკითხულობთ და გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესება.

შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს შემოსვლა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი, რომ რაიმე ტიპის ხარჯი იყო არასწორად გაწეული. აქ არის სარეკომენდაციო ხასიათი, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან ჯობდა ხარჯის გაწევა. ორივე არის ბიუჯეტის ფული მოგეხსენებათ, უბრალოდ საუბარი იყო თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ხარჯის გაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ეს არანაირი პრინციპული საკითხი არ იყო.

”ჯიპასთვის ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯი არის მხოლოდ 20% იმ ხარჯისა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ სხვადასხვა ტიპის პროექტებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.

სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს დაფინანსებული აქვს 2 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები 15 უმაღლეს სასწავლებელში. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელფასებს - მოგეხსენებათ, ყველა პროექტს აქვს სხვადასხვა სპეციფიკა, არსად კანონში არ არსებობს ჩანაწერი, თუ რა ტიპის ხარჯი რა ოდენობით უნდა იყოს გაწეული, აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ჩვენი მხრივ უკვე გათვალისწინებულია და მიმდინარე წელს სახელფასო ფონდი შეადგენს მხოლოდ 20%-ს. რაც შეეხება სხვა პროექტებს, 268 პროექტიდან მხოლოდ 5 პროექტში არის, როცა ხელფასები მცირედით აღემატება 20%-ს. აქ განსაკუთრებული არაფერია, თუმცა რეკომენდაცია გათვალისწინებულია”-განაცხადა აბაშიშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები