საზოგადოება

"არტ-გენი" 24 ივლისს "სუხიშვილების" გამოსვლით დაიხურება

24.07.17 20:10


ხალხური შემოქმედების პოპულარულ ფესტივალ "არტ–გენს" (Art-Geni) ორშაბათს, 24 ივლისს საქართველოს ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" გამოსვლა დაასრულებს.

"არტ–გენი" ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია. მას ყოველწლიურად დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი ესწრება. მისი მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებების პოპულარიზება.


"არტ–გენი" 10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე–პარკში გაიხსნა, შემდეგ კი მცხეთაში მდინარის პირას გაგრძელდა. ტრადიციულად, "არტ–გენის" დასკვნითი ნაწილი თბილისში, ღია ცის ქვეშ, ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.

Art-Geni 2017–ის პროგრამაში იყო ხალხური ოსტატების ნამუშევართა გამოფენები, ხალხური სიმღერების, საკრავიერი მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების ოსტატების გამოსვლა, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.

ფესტივალის სცენაზე უკვე წარდგნენ ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ი, Asea Sool-ი, ნიაზ დიასამიძე და "33ა", ჯგუფები "ფრანი" და "რეგეონი" (Reggaeon) და სხვები.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები