პოლიტიკა

გია ვოლსკი - თუ პრემიერი ამბობს, რომ სეკულარიზმი არ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაიხედება

24.07.17 20:25


პრემიერი უბრალოდ ხაზს უსვამს იმ პრინციპებს, რითიც გვიცხოვრია, რითიც აქამდე მოვედით და სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ამას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ, სნოში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ხომ არ იგეგმება კონსტიტუციისა და კონკორდატის გადახედვა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კონკორდატი არ გადაიხედება. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც პრემიერი ან ქვეყნის მთავრობა ახორციელებს საგარო თუ საშინაო პოლიტიკაში, დაფუძნებულია საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შორის, მართლმადიდებლობის პრინციპებზე, ყველა რელიგიის პატივისცემით.

„თუკი პრემიერი ამბობს, რომ სეკულარიზმი არ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაიხედება. უბრალოდ, ის ხაზს უსვამს იმ პრინციპებს, რითაც გვიცხოვრია, რითიც აქამდე მოვედით და სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ამას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სნოში, სასტუმროს გახსნისას გააკეთა. პრემიერის შეფასებით, რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები