პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს

24.07.17 20:55

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს. საუბარია პრეზიდენტის ვეტოზე ორ დოკუმენტზე, რომლებიც დეპუტატებმა ივნისში მიიღეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამჟამად პარლამენტი შვებულებაშია, ხოლო საშემოდგომო სესია მხოლოდ სექტემბერში დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები, რომელთაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, ვეტოს დაძლევას აპირებენ.

"საქართველოს პრეზიდენტს დღეს მივმართავთ თხოვნით, რომ 26 ივლისს მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, იქნეს მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მარგველაშვილმა ვეტო დაადო შესწორებებს კანონში "თვითმმართველობის შესახებ", რომლის თანახმად თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აგვისტოში 12-დან 7 ქალაქს უნდა შეუჩერდეს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავენ ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ეს სტატუსი მათ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ მიიღეს. ამავე პაკეტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ინარჩუნებენ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი.

ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან ასევე უქმდება რაიონის გამგებლის თანამდებობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს.

სანაცვლოდ გაჩნდება რაიონის მერის თანამდებობა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების მერებთან ერთად პირდაპირი კენჭისყრის გზით ოთხწლიანი ვადით აირჩევა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ასევე "საარჩევნო კოდექსში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფორმირების შესახებ შესატან ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად, ცესკოში არსებული ადგილები განაწილდება არა იმ პარტიებს შორის, რომლებიც საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, არამედ იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტში შევლენ და ფრაქციებს შექმნიან.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100

დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები