პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით უვიზო რეჟიმით სარგებლობის პროცესს

24.07.17 21:10


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დარღვევის სტატისტიკასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკა და სხვა პირობების დაცვა კონტროლირებადია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა მიგრაციის საკითხები მომავალშიც ისევე მოწესრიგებული იყოს, როგორც დღესაა.

„უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ, თითოეული მოქალაქე, რომელიც საქართველოდან შენგენის ზონაში მიემგზავრება, დღეს არის, კიდევ უფრო მეტად, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი, ვიდრე ოდესმე. ამიტომ, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებას და ამ უვიზო რეჟიმით სარგებლობის პროცესს. რა თქმა უნდა, სტატისტიკა ვიზიტორთა შესახებ, ვადებისა და სხვა პირობების დაცვა, რომელიც უვიზო რეჟიმს ახლავს, მონიტორინგის ქვეშაა, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

პერიოდულად, საქართველო გააგრძელებს რეფორმებს საზღვრის მართვის მიმართულებით.

ასევე, გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რომ მიგრაციის პოლიტიკა მომავალში იყოს ისეთივე წესრიგში და სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორც დღესაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები