საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის განკურნების ეფექტი 98 %-ია

24.07.17 22:15


საქართველოში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, C ჰეპატიტის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე, უახლესი პრეპარატებით არის შესაძლებელი.

“კვირეულის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და სკრინინგში ჩართვა.

საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი 150 000-მდე ადამიანს აქვს. უმრავლესობამ, დაახლოებით, 100 000-მა, არ იცის, რადგან ჩუმად განვითარებადი დაავადებაა. ვისაც C ჰეპატიტი აქტიურ ფაზაში ექნება, მკურნალობა უფასოდ, უახლესი პრეპარატებით ჩაუტარდება.

განკურნების ეფექტი 98 %-ია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28 ივლისია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები