საზოგადოება
14.06.16 21:30
გვინდა, რომ კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებსა და სესხის აღების მსურველებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, რომელიც დღეს საბანკო სექტორის წარმომადგელებს შეხვდა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დღეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა კომერციულ ბანკებთან.
”მე მჭირდებოდა გარკვეული დრო, რათა გავცნობოდი სიტუაციას, მაგრამ, ამავე დროს, მინდა რომ დავამყარო მჭიდრო კავშირი, ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან.
მთლიანად გუნდს გვინდა უფრო კარგად გავიგოთ, რა აწუხებთ, რა შემოთავაზებები აქვთ. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა”, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი ლარიზაციას უკავშირდებოდა.
”საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს შევამციროთ, რათა მომავალში იმ შემთხვევაში თუ უარყოფითი შოკები იქნა, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლოებისთვის, როგორიც გასულ წელს იყო. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში”, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.
”ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რადგან რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლება ბანკებს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კომერციული ბანკებისთვის. გვინდა, რომ უფრო გახსნილები იყვნენ, უფრო მეტი ინფორმაცია მიწოდონ თავიანთ მომხმარებლებსა და სესხის ამღებლებს. გვინდა გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას”, - განაცხადა გვენეტაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ისაუბრეს დეპოზიტების დაზღვევის შემოღებასა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე.
”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მურთაზ კიკორიას განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრა გაცნობითი და სამუშაო ხასიათის იყო.
”ვისაუბრეთ მიმდინარე ტენდენციებსა და მდგომარეობაზე საბანკო სექტორში, ასევე თანამშრომლობისა და ურთიერთობის ფორმატებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით”, - განაცხადა კიკორიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24