საზოგადოება

ოსმა ძალოვნებმა სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მამა-შვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

15.06.16 15:40


ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს.

ორივე მათგანი 11 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა სამხედროებმა.

ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა ზაუტაშვილები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები