პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს განიხილავენ

15.06.16 17:10


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ს დელეგაციასთან მიმიდინარე შეხვედრებზე დღეს 19 მაისს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებისა და უკანონო დაკავებების საკითხი განიხილება.

აღნიშნულ ფორმატში ორმხრივი შეხვედრები გუშინ გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელსაც დღეს, სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დააყენებენ.

”ჯგუფის მუშაობის მთავარ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ მოსწავლეებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ხელმძღვანელობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები