საზოგადოება

თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოსთვის სხვადასხვა ცხოველებს მიიღებს

04.05.16 19:55


თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, მაისის ბოლოსკენ თბილისის ზოოპარკი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებიდან სხვადასხვა სახეობის ცხოველების მიღებას გეგმავს.

გურიელიძის თქმით, 13 მაისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ზოოპარკის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დაზიანებული ვოლიერების შეკეთება და ახალი ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს.

,,მაისის ბოლოსკენ თბილისის ზოოპარკი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებიდან ახალი ცხოველების მიღებას გეგმავს, თუმცა იმისათვის, რომ თბილისის ზოოპარკმა ცხოველების მიღება შეძლოს, ის ევროპისა და მსოფლიო ზოოპარკების ასოციაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს, რისთვისაც დღეს აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს“- განაცხადა გურიელიძემ ,,კვირას“ პრესკლუბში.
გურიელიძის განცხადებითვე, იმ დაპირებების დიდი ნაწილი, რომელსაც ზოოპარკს საერთაშორისო ორგანიზაციები აძლევდნენ დღეს შესრულებულია. სწორედ ამის შედეგია, ახალი ცხოველების ჩამოყვანაც და მათი ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხის უზრუნველყოფაც.

„აშენდა ახალი ვოლიერები, რომლებიც დღე-დღეზე დამთავრდება. მაისის ბოლოსკენ დაიწყება ახალი ცხოველების ჩამოყვანა. პირველი ჯგუფი ცხოველებისა, რომლებიც რიგის ზოოპარკმა გამოაგზავნა, უკვე მივიღეთ. გარდა ამისა ახლა ველოდებით ევროპის სხვადასხვა ზოოპარკებიდან ცხოველებს მათი რაოდნეობა ასზე მეტია. ბევრი ცხოველი იქნება ისეთი, რომლებიც თბილისი ზოოპარკში არასდროს ყოფილან, მაგალითად დეგუ, ასევე ჩამოდის, ანტილოპა გნუ, იერუსალიმის ზოოპარკიდან მაიმუნის ორი სახეობა ჩამოვა, ჩამოვლენ კენგურუებიც, ხალებიანი ირმები, პინგვინები და კიდევ ბევრი სხვა ცხოველი. როდესაც ცხოველები მოდიან პირველ რიგში ვოლიერები უნდა იყოს მზად, და სწორედ ამის შემდეგ იწყება გამოგზავნა. ეს არის ევროპის ზოოპარკებთან ურთიერთობის პროცედურა“-აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

წყარო : IPN /www.newspress.ge/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები