პოლიტიკა
15.06.16 17:50
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარიზიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ფიკრი იშიკს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ფიქრი იშიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ თურქეთის მხარდაჭერა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო.
„თურქეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ეს მინისტერიალი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალი მინისტრი სრულად ადასტურებს იმ პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან. ის საქართველოს მხარდამჭერია, მეგობარია, პარტნიორია და მზად არის გააგრძელოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობდით ამ ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია, სადაც შემდეგი სამმხრივი მინისტერიალის ჩატარება იგეგმება.
„სავარაუდოდ, სამმხრივი შეხვედრა უკვე თბილისში ან ბათუმში გაიმართება, სადაც ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაცვალეს ინფორმაცია თინათინ ხიდაშელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა.
„ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებშია და ერთობლივ ღონისძიებებზე, ერთობლივ შესაძლებლობებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ინფორმირებაზე ყველა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამ ორი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი პოლონელ, ხორვატ კოლეგებს და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 622
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24