საზოგადოება

ხელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი მოიწამლა

15.06.16 18:00


ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. გუშინ საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი, გარდა ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“. ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

„პაციენტების წინასწარი დიაგნოზი იყო დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია. მათი მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ძირითადი კლინიკა ჰქონდათ თავბრუხვევა და გონების დაბინდვა. 11 ბავშვი გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი ბათუმის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული. დღეს ყველა პაციენტი სტაბილურადაა. პირველადი ეპიდ მოკვლევით საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოირიცხა“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე განმარტებით, თუ რა გახდა 24 ადამიანის ინტოქსიკაციის მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები