პოლიტიკა

ბურჯანაძის, ალასანიას პარტიები და ენმ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდნენ

15.06.16 18:20


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 34–დან 9 პარტია დაარეგისტრირა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადები უკვე შეიტანეს, აღნიშნულია ცესკოს ვებგვერდზეგანთავსებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძაობა“.

არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. მისი ლიდერები არიან დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი.

რეგისტრაცია ცესკოში ასევე გაიარეს პარტიებმა: „სახალხო ხელისუფლება“ (ლიდერი – ზურაბ კობიაშვილი), „საქართველო მშვიდობისთვის“ (დავით თევზაძე), „სამართლიანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი), „საქართველოს კომუნისტური პარტია“ (ივანე წიკლაური) და „საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი).

მმართველი კოალიციის წამყვან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ცესკოში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია. პარტიებს, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავთ, რეგისტრაცია არჩევნებამდე 57 დღით ადრეც შეუძლიათ.

პარტიებმა 15 აგვისტომდე ცესკოში უნდა წარადგინონ 25 ათასი ამომრჩევლის სია. თუ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავს, მან 1 ათასი აომრჩევლის სია უნდა წარადგინოს.

ცესკო ვალდებულია, ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები