საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი სოფი ლორენს შეხვდა

15.06.16 18:35


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ იტალიელ მსახიობ სოფი ლორენს შეხვდა.

სოფი ლორენი საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, სადაც 15 ივნისს ახალი სპექტაკლის „სიყვარულისთვის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დადგა იტალიურმა ჯგუფმა ნინო სურგულაძესა და ბალეტის ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან ერთად.

ორკესტრს სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი-უმცროსი უხელმძღვანელებს.

საქველმოქმედო საღამოდან მიღებული თანხა მძიმედ დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები