საზოგადოება
15.06.16 18:30
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“, რომელსაც ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს.
რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება.
რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტერესების გათვალისწინება ასევე პრიორიტეტულია დეველოპერული კომპანია M2 -ისთვის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში.
კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება. დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ყველა საჭირო სერვისს იღებს. „UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. რეფორმისა და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 613
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24