საზოგადოება

ქართველ სამხედროებს გამორჩეული საბანკო ბარათები გადაეცემათ

04.05.16 20:15


საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მალე გამორჩეულ სახელფასო ბარათებს მიიღებენ — Army card–ი სხვა ბარათებისგან დიზაინითაც განსხვავდება და საშეღავათო პირობებითაც, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

Army card–ით სამხედროებს შეღავათები უწესდებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, აფთიაქებში, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, ბენზოგასამართ სადგურებზე, სპორტულ–გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნული ბარათებით ასევე ისარგებლებენ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრები.

Army card–ს აქვს შეზღუდვა: მისი საშუალებით აზარტული თამაშებისთვის თანხის გადახდა ვერ განხორციელდება.

შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.
დოკუმენტს ხელი ქართული არმიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დღესასწაულის შემდეგ მოეწერება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები