პოლიტიკა

ივანიშვილი: კოალიციური მთავრობა ავნებს ქვეყანას

15.06.16 19:25


საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვარაუდით, ქვეყანა პრობლემებს ვერ აცდება, თუ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით არ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობები, ძირითადად, რესურსების სათავისოდ განაწილებით არიან დაკავებულები და ამის გამო სერიოზული რეფორმები უყურადღებოდ რჩებათ.

„მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ ასეთი ეკონომიკისა და მცირე დაფინანსების პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას შეუშლის ხელს“ — აღნიშნა ექს–პრემიერმა.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მასთან დაკავშირებით ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პარტიას ზრდის პერსპექტივა არ აქვს, რომ მას საარჩევნო ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები