ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობა შემცირდა

15.06.16 19:45


ქართულ კომერციული ბანკებში მაისი თვეში ფულადი გზავნილების მოცულობამ 92,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს. ამ ქვეყნიდან მაისში 31,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, ნათქვამიასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე ადგილზეა გერმანია, საიდანაც საქართველოში 10, 8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. შემდეგ მოდის იტალია (10,2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (9,9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7,5 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (4,5 მლნ აშშ დოლარი0) და ა.შ.

რაც შეეხება მაისის თვეში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხის ოდენობას, მან 15, 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 739


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები