პოლიტიკა

საქართველოში არჩევნებისას ჩხუბში მონაწილეებს დააპატიმრებენ

15.06.16 20:50


საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებენ. ცვლილებები წინასაარჩევნო კამპანიისას ან არჩევნების დღეს ძალადობის ნებისმიერი გამოვლენისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის 22 მაისს სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის შენობის სიახლოვეს აგიტაციისას ან წინასაარჩევნო ღონისძიებისას ფიზიკური დაპირისპირება ან მუქარა ჯარიმით ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

თუ წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებაში პირი მსუბუქად დაშავდება, კანონპროექტის ავტორების წინადადებით, დამნაშავე ჯარიმით ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება ჯგუფურ სახეს მიიღებს, ცვლილებები ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი უკვე განთავსებულია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც კომიტეტებზე განიხილება და სამი წაკითხვით იქნება მიღებული.

ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები