საზოგადოება

თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

16.06.16 14:35


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ოლეგ გ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 აბი მეტადონის მარილი და 14 აბი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები