მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

18.08.17 16:45


ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტერაქტის შედეგად დაღუპულებს დღეს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე 5-წუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს.

გუშინ ბარსელონის ცენტრში — რამბლას მოედანზე მინივენი საფეხმავლო გზაზე ხალხში შეიჭრა, ესპანეთის პოლიციამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 13 და დაშავდა 119 ადამიანი.

გარდა ამისა, ესპანეთის პოლიციამ კამბრილსეში მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა.

კატალონიის პოლიციის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ოთხი ტერორისტი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციასთან შეტაკების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშვებულთა შორის პოლიციის თანამშრომლებიც არიან.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 28 წლის დრის უკაბირი დააკავა. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები