მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში შესვლის სრული უფლება მაქვს

18.08.17 19:35


მე მაქვს სახლი უკრაინაში, ეს ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, ასევე მაქვს სახლი საქართველოში, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვარშავაში იმყოფება, რადგან „აქედან აპირებს უკრაინაში დაბრუნებას“.

„ასევე აქ იმიტომ ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე“, - განმარტა მან.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინაში შესვლის სრული უფლება აქვს.

„მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო“, - დასძინა მან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები