პოლიტიკა
16.06.16 15:15
ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხაზგასმით იყო აღნიშნული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან აახლოებს.
”ერთის მხრივ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე მხრივ აღინიშნა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არ ექნება, გამომდინარე შესრულებული სამუშაოს იმ მაღალი ხარისხიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. ჩვენ ასევე მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს საკითხის დროულად გადაწყვეტას”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხი კომპლექსური შინაარსისაა და ევროპაში არსებულ გაზრდილ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება.
”აქედან გამომდინარე, ჩვენ გერმანულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთის”, - დასძინა დავით ბაქრაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24