ანალიტიკა

სომეხ-ყივჩაღები, როგორც ჩინგიზიდებისა და ოსმალთა «იმპერიის ქვეშევრდომები» უკრაინის ტერიტორიაზე

21.08.17 21:30


რაც უფრო მეტი მეცნიერი შეისწავლის სომეხ-ყივჩაღთა ისტორიას, რომლებიც ყირიმის, დონის, ვოლგისპირეთის, უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე, მით უფრო მეტია მტკიცებულება იმისა, რომ წარმოშობით ამ ეთნიკურ ჯგუფს არავითარი კავშირი არა აქვს ჰაის ტომთან. სომეხ-ყივჩაღები არიან თურქები, რომლებმაც სომხურ-გრეგორიანული რწმენა გაიზიარეს, თუმცა საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებდნენ საკუთარ მშობლიურ, თურქულ, ყივჩაღურ ან სომხურ-ყივჩაღურ ენებს.

ჩვენს დღემდე სომხურ-ყივჩაღურ ენებზე შესრულებული წერილობითი ძეგლების დიდი ნაწილი დაკავშირებულია სომხურ-ყივჩაღურ სათვისტომოსთან უკრაინაში იმ დროს, როდესაც მისი ტერიტორია შედიოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში, ანუ „ჟეჩ (რეჩ) პოსპოლიტა“-ში. შეგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისაგან: პოლონეთი (რომელსაც 1569 წ. ეკუთვნოდა უკრაინა) და დიადი ლიტვური სათავადო (რომელიც თავად ლიტვას, ბელორუსიას და 1569 წლამდე უკრაინის დიდ ნაწილსაც მოიცავდა).

ჟეჩ პოსპოლიტას ტერიტორიაზე მცხოვრები სომხურ-ყივჩაღური სათვისტომოს ისტორიის შესწავლისას (ძირითადად დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე) უამრავი ისტორიკოსი რატომღაც ივიწყებს ამ მიწების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. თუმცა სწორედ ამ სტატუსის გაგებაა უმთავრესი იმისათვის, რომ ავხსნათ ის როლი, რომელსაც სომეხი-ყივჩაღები ასრულებდნენ როგორც ჟეჩ პოსპოლიტას ცხოვრებაში, ასევე პოლონეთისა და ლიტვის კავშირში ყირიმის სახანოსთნ, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ ისევ ის სომეხ-ყივჩაღები.

დღესდღეობით დომინირებს მცდარი აზრი, რომლის თანახმად მე-14 საუკუნეში რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მიწების (უკრაინის) დაპყრობა ლიტვის დიადი სამთავროს მიერ, ნიშნავდა ოქროს ურდოს ძალაუფლებისა და ჩინგიზიდი ხანების მმართველობის დასასრულს ამ მიწებზე და თითქოს სწორედ აქედან იწყება ამ მიწებზე სომეხთა მასიური ჩამოსახლება, რომლებიც თურმე „გაურბოდნენ მუსულმანთაგან დევნას“.

სინამდვილეში, ჯერ ერთი, არავითარ ამგვარ შევიწროვებას სომხები და სომხურ-გრეგორიანული აღმსარებლობის მიმდევარნი მუსულმანური სახელმწიფოების მიწაზე არასოდეს განიცდიდნენ და კიდევ-დიადი ლიტველი მთავრები უკრაინის მიწაზე (სამხრეთ-დასავლეთ რუსეთი) მართავდნენ, როგორც ურდოს ვასალები, ღებულობდნენ ხანებისაგან სხვადასხვა წოდებებსა და მათ სანაცვლოდ ხარკს იხდიდნენ.

ვინაიდან სომეხ-ყივჩაღები თავიდანვე ოქროს ურდოს ხანთა ქვეშემრდომები იყვნენ, ამიტომ მათ უფლება ჰქონდათ ოქროს ურდოს სამფლობელოში ნებისმიერ ადგილზე დასახლებულიყვნენ, დიადი ლიტვური სათავადოს ტერიტორიის ჩათვლით. ვასალური დამოკიდებულება ოქროს ურდოს მიმართ შენარჩუნებული იქნა მას შემდეგაც, რაც პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიადი სათავადო გაერთიანდა (დიადი ლიტვის თავადი გახდა პოლონეთის მეფე).

ამასთან, მას შემდეგ, რაც ოქროს ურდომ შეწყვიტა თავისი არსებობა, პოლონეთი და ლიტვა მაინც განაგრძობდნენ იმ მიწის ხარკის გადახდას, რომელიც ჩინგიზიდების სამფლობელოდ ითვლებოდა. უბრალოდ, ოქროს ურდოს სამართალმემკვიდრედ ამ მიწებთან მიმართებაში ყირიმის სახანო იქცა-ეს იყო მრავალეროვანი სახელმწიფო, რომლის ქვეშევრდომთ რიცხვს, სხვა მუსულმან ყივჩაღებთან ერთად (რომლებიც ყირიმელ თათართა და ნოღაელ ხალხთა ნაწილად იქცნენ) სომეხ-ყივჩაღებიც მიეკუთვნებობდნენ.

ამგვარად, 14-16 სს. დიადი ლიტველი მთავრები (რომლებიც მე-15 საუკუნიდან ასევე პოლონეთის მეფეებიც გახლდნენ) მართავდნენ ყოფილი რუსეთის მიწებსაც, როგორც თათარი ხანების ვასალები, რომელთაც ხარკს უხდიდნენ და მათგან შემდეგ წოდებებს ღებულობდნენ:

აბდულა (მამაი) ოლგერდუს წოდება (1362)

თოხთამიშ იაგაილეს წოდება (1392-1393)

თოხთამიშ ვიტოვტუს წოდება (1397-1398)

ხაჯი-გირეა ვიტოწტუს წოდება

ულუღ-მუჰამედ სვიდრიგაილეს წოდება (1431)

ხაჯი-გირეა სიგიზმუნდ კეისტუტიევიჩუს წოდება

ხაჯი-გირეა კაზიმირუს წოდება (1461)

ნურ-დავლეთა კაზიმირუს ქოდება (1466)

მენგლი-გირეა კაზიმირუს წოდება (1472)

მენგლი-გირეა სიგიზმუნდ I წოდება (1507)

მენგლი-გირეასიგიზმუნდ I წოდება(1514)

მუჰამედ-გირეა სიგიზმუნდ I წოდება (1520)

საღიპ-გირეა სიგიზმუნდ I წოდება (1535)

საღიპ-გირეასიგიზმუნდ I წოდება(1540)

დავლეთ-გირეა სიგიზმუნდ II წოდება (1560)

უფრო გვიანი პერიოდისათვის ჩინგიზიდების მიწების მართვაზე წოდებების (იარლიყების) ოფიციალური დოკუმენტების სახით გაცემა, სავარაუდოდ, შეწყდა, მაგრამ ვასალური დამოკიდებულება და ხარკი (ეგრეთ წოდებული «სახსოვარი») შენარჩუნებული იქნა.

ამასთან, საინტერესოა პოლონეთზე, ლიტვასა და უკრაინაზე ყირიმის ხანის თავდასხმების «სამართლებრივი საფუძველი». ამგვარ თავდასხმას ხშირად ჰქონდა ადგილი მაშინ, როცა ხარკის ან „სახსოვარის“ გადახდა გვაინდებოდა. როგორც წესი, ყველაზე მასშტაბური თავდასხმისას პოლონეთის მეფე იძულებული იყო დაეხარჯა არა მხოლოდ ფული ხარკის გადასახდელად, არამედ ტყვეების გამოსახსნელიც. ამასთან, ტყვეთ გამოსყიდვის გამოსყიდვის პროცესში შუამავალთა როლს ასრულებდნენ სწორედ სომეხ-ყივჩაღები, რომელთა სათვისტომო ჟეჩ პოსპოლიტას ქალაქებში ცხოვრობდნენ (ლვოვში, კამენც-პოდოლსკში), ასევე ყირიმშიც.

ხშირად ხარკის გადახდა სხვა მიზეზებითაც ფერხდებოდა. 1568 წ. პოლონეთის მეფემ და ლიტვის დიადმა თავადმა სიგიზმუნდ II შეუწყვიტა ყირიმის ხანს ხარკის გადახდა, რადგანაც თათრები განაგრძობდნენ ჟეჩ პოსპოლიტას ტერიტორიებზე თავდასხმას და მოსკოვთან ომში უზრუნველყოფდნენ არასაკმარის მხარდაჭერას. თუმცა ხარკის გადახდა გაგრძელდა 1576 წ. პოლონეთის მეფედ და დიად ლიტველ თავადად სტეფან ბატორისარჩევის შემდეგ, ამასთან ხარკის ოდენობა გაიზარდა უკანასკნელ იაგელონთა მმართველობისას დაწესებულთან შედარებით.

შენახულია სტეფან ბატორის წერილი ყირიმის ხანის-დავლეთ-გირეისათვის-მიწერილი, სადაც ჟეჩ პოსპოლიტაია თავის თავზე იღებს ვალდებულებას ყირიმის ხანს გადაუხადოს ყოველწლიური ხარკი 20 000 ოქროს ჩერვონეცის ოდენობით, ხოლო დამატებით 20 000 ოქროს ჩერვონეცს გადაიხდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმელები დაეხმარებოდნენ პოლონელებსა და ლიტველებს მოსკოვთან ბრძოლაში. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ თურქეთმა და ყირიმმა სტეფან ბატორის სახით ტახტზე აიყვანეს ჟეჩ პოსპოლიტაში თავიანთი ხელდასმული, როგორც ტრანსილვანიის მხედართ მთავარი, იგი ამავე დროს ოსმალეთის იმპერიის ვასალი იყო, რომელმაც თავისი მეორე ვასალის, ყირიმის ხანის დავლეთ-გირეის, მეშვეობით ბატორს პირდაპირ დაუჭირა მხარი ახალი პოლონურ-ლიტვური მონარქის არჩევისას.

მხოლოდ ბახჩისარაის ზავის შეთანხმების დადების შემდეგ 1681 წ. რუსეთისათვის მარცხენა სანაპიროს უკრაინისა და კიევის შეერთებაზე ყირიმის მხრიდან აღიარების საფუძველზე რუსეთის სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ამ უკრაინული მიწების გამო ჟეჩ პოსპოლიტას ვალდებულება ყირიმისათვის „სახსოვრის“ გადახდაზედ (ისინი ამავე დროს თავის „სახსოვარსაც“ რეგულარულად იხდიდნენ).

გადახდა განხორციელდა ოთხჯერ, უკანასკნელი განხორცელდა 1685 წ. 1686 წლიდან, „სამუდამო ზავის“ დადების შემდეგ, რუსეთმა და ჟეჩ პოსპოლიტამ ერთდროულად შეუწყვიტეს ყირიმის ხანს გადასახადების გადახდა. მათი შეწყვეტის დოკუმენტური დასაბუთებაც ასევე ერთდროულად განხორციელდა: ჟეჩი პოსპოლიტას მიერ ყირიმისათვის გადასახადის შეწყვეტა გაფორმდა 1699 წელს კარლოვიცის ზავზე ხელშეკრულებით, ხოლო რუსეთმა ოფიციალური დოკუმენტი 1700 წელს კონსტანტინეპოლის ზავის სახით გააფორმა. მხოლოდ ამ მომენტიდან შეიძლება პირობითად ჩაითვალოს, რომ ჟეჩ პოსპოლიტას სომეხ-ყივჩაღებმა საბოლოოდ უარი თქვეს ყირიმის ხანის ქვეშევრდომობაზე.

ასეა თუ ისე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, ოსმალეთის იმპერიის, ყირიმის სახანოსა და ჟეჩ პოსპოლიტას სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთ დამოკიდებულება ერთგვარ «მატრიოშკას» გავს. უსენაესი «გეოპოლიტიკური» ხელისუფლება, ცხადია, თურქეთის სულთნს ეკუთვნოდა, რომელიც ამავე დროს რომის იმპერატორის ტიტულსა (ქრისტიან ქვეშევრდომთათვის) და ხალიფას წოდებასაც (ყველა მუსულმანისათვის) ატარებდა.

ყირიმის ხანი სულთნის ვასალი და მასზე დამოკიდებული იყო, თუმცა, როგორც ჩინგიზიდების მემკვიდრე, რანგით ბევრად მაღლა იდგა, ვიდრე პოლონეთის მეფე და დიადი ლიტველი თავადი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის თვალსაზრისით ვასალის ვასალი იყო მხოლოდ, ანუ „მეორე რიგის“ ვასალი.

კონსტანინეპოლის სომეხი პატრიარქის მეშვეობით, რომელიც უშუალოდ სულთანს ემორჩილებოდა, როგორც სომხური მილეთის ხელმძღვანელი, სტამბული მართავდა ყველა სომხურ-გრეგორიანულ სათვისტომოს იმპერიის მთელს ტერიტორიაზე, ვასალებისა და „ვასალთა ვასალების“ ტერიტორიების ჩათვლით.

გამოდის, რომ ყირიმის ხანისა და ოსმალეთის სულთნის თვალსაზრისით, სომეხ-ყივჩაღები, რომლებიც ჟეჩ-პოსპოლიტას ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, არც მეტი და არც ნაკლები, ვასალთა ტერიტორიებზე „იმპერიის აგენტებიც“ იყვნენ. ამასთანავე, სხვა ქრისტიანებთან მიმართებაში უპირატესობა ჰქონდათ – ვინაიდან სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებს (მართლმადიდებლები, კათოლიკები) საკუთარი სახელმწიფოები ჰქონდათ, რომლებიც სულთანს არ ემორჩილებოდნენ, ხოლო სომხებს საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნდათ.

სწორედ ამით აიხსნება მაღალი სტატუსი და პრივილეგიები, რომლითაც სარგებლობდნენ არა მხოლოდ სომხები ოსმალეთის იმპერიაში, არამედ სომეხ-ყივჩაღთა სათვისტომო ჟეჩ პოსპოლიტაში.

ხოლო მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ ოსმალეთის იმპერიის სიდიადის პიკში სომეხ-ყივჩაღები სომხური მილეთის ერთიან საიმპერიო ორგანიზაციაში შევიდნენ, ხელს უწყობდა მათ თანდათანობით გასომხებას ეთნიკური სომხების მეშვეობით, რომლებიც კონსტანტინეპოლიდან ყირიმისაკენ მიემართებოდნენ, და შემდეგ ჟეჩ პოსპოლიტას მიწებისაკენ განაგრძობდნენ გადაადგილებას.

მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ნელი იყო. სომეხი-ყივჩაღები სტამბულის სომეხთ თვალსაზრისით „შორეულ ბარბაროსულ პერიფერიაში“ ცხოვრობდნენ დედაქალაქურ სტამბულთან შედარებით. ამ სათვისტომოებში, როგორც წესი, ის სომეხი მღვდლები და ვაჭრები, რომელთაც ოსმალეთის დედაქალაქში არ დაედგომებოდათ, ანუ, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, „უიღბლოები“. ამიტომ, სომხური სისხლის აღრევა უკრაინელ და პოლონელ სომეხ-ყივჩაღებში უმნიშვნელოა.

ოსმალეთის იმპერია დიდი დროის განმავლობაში ფართოვდებოდა და პრაქტიკულად მარცხი არ განუცდია, ამიტომაც იმან, რომ იმპერია სასომხეთს მფარველობდა, გარკვეუწილად უკრაინაში სომხურ-ყივჩაღური სათვისტომოს აყვავებას ხელი შეუწყო. ამასთან, ოსმალეთის იმპერიისა და მარცხის დაწყებაც გარკვეულწილად აისახა უკრაინაში სომხურ-ყივჩაღური სათვისტომოს ყოფაზე – უკრაინაში სომეხ-ყივჩაღთა უმეტესობა კათოლიკებად მოექცა და პოლონელებთან განიცადა ასიმილირება.

აქ, როგორც ჩანს, ყივჩაღური წარმომავლობა ამას მხოლოდ ხელს უწყობდა. საიდუმლოს არც ის წარმოადგენს, რომ პოლონური შლიახტის უმეტესობა თათრული წარმოშობისა იყო და ამიტომ, კათოლიკე სომეხ-ყივჩაღებთან ქორწინება ამგვარი შლიახტელების მხრიდან აღიქმებოდა, როგორც ქორწინება „თავისიანებთან“.

შედეგად, სომხურ-ყივჩაღური ძირი აქვთ მრავალ პოლონელ საზოგადო მოღვაწეს. კერძოდ, სომხური წარმომავლობისა (უფრო სწორედ, სომხურ-ყივჩაღური) გახლდათ ცნობილი პოლონელი პოეტის იულიუშ სლოვაცკის დედა, რომელიც უკრაინის ქალაქ კრემენეცში დაიბადა. უკრაინაში სომხურ-ყივჩაღური სათვისტომოს ისტორიის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვითომ „სომხური“ სათვისტომოებისათვის, რომლებიც ფაქტობრივად მათი შთამომავალია, არამედ უკრაინის, რუსეთისა და პოლონეთისთვისაც.



KavkazPlus

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები