პოლიტიკა

გიორგი მღებრიშვილი - გპირდებით, ევროპაში კრიმინალს საკადრისი პასუხი გაეცემა

16.06.16 15:45


შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გერმანული პრესა ცოტა გაზვიადებულ ინფორმაციას აწვდის ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ მღებრიშვილმა გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, საქართველოს გერმანიასთან ასეთი ურთიერთობა, როგორიც ახლა აქვს, არ ჰქონია და დღემდე არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან.

”შეხვედრაზე ქართული კრიმინალი ახსენეს გერმანიაში. მინდა ვთქვა, რომ კრიმინალი ყოველთვის იყო, არის და იქნება. მთავარია, რას ვუპირისპირებთ ამას. ეს არის გერმანელებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება. შს სამინისტროს არსებობის ისტორიაში წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ ფედერალური მიწების დონეზე შევხვედროდი ჩემს კოლეგებს, ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რაც ამ მიწებზე არსებობს, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის თვალსაზრისით”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100 %-ით და აქ არანაირი საბაბი არ არსებობს უარის თქმის.

”შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ შეიძლება კრიმინალმა მოახდინოს გავლენა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში თავისუფლად მიმოსვლაზე. ეს დღის წესრიგიდან მოხსნილია. ქალბატონმა მერკელმა მკაფიოდ ახსენა, თუ რა აფერხებს ამ პროცეს, ეს არის ”შეჩერების მექანიზმი”, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალურია. გპირდებით, ევროპაში კრიმინალს საკადრისი პასუხი გაეცემა”, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები