საზოგადოება

საქართველოს ბანკი 1 მლნ ლარს გამოყოფს საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის

23.08.17 19:50


საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ერთი მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენას და ხანძრის პრევენციას მოხმარდება.

ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიიდან გამომდინარე მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ, საქართველოს ბანკი, მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში და სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია, სტიქიასთან გამკლავება.

ამასთან, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწყვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა. დღეს აღდგენის მიზნით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს, ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები