პოლიტიკა

კახა კალაძე - სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მერაბიშვილთან დაკავშირებით მიიღო

16.06.16 16:50


სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მერაბიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებსას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი.

„შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დიდი შოკი, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო“, -განაცხადა კალაძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები