საზოგადოება

”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მხარდაჭერით, საქართველოში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ტარდება

16.06.16 17:00


”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მხარდაჭერით, საქართველოში გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ტარდება.

ღონისძიებაში, რომელიც სასტუმრო ”ჰოლიდე ინნ”-ში მიმდინარეობს, 7 ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, ლიბანი, ლიტვა, მექსიკა, პოლონეთი და თურქეთი) 28 მომხსენებელი იღებს მონაწილეობას. კონგრესი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.

ორგანიზატორების განცხადებით, მოწვეული სტუმრები გადაუდებელ მედიცინაში ქართველ ექიმებს საკუთარ გამოცდილებასა და თანამედროვე მიღწევებს გაუზიარებენ, ასევე ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფებისა და ტრავმების მართვას.

”გადაუდებელი მედიცინა საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დარგია. მან ბოლო 15 წლის განმავლობაში დაიწყო განვითარება და ჩამოყალიბება. დღევანდელი კონფერენცია, რომელშიც მრავალი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი მონაწილეობს, ვფიქრობ, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის ამ მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპეციალობის განვითარებაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, გადაუდებელი მედიცინის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ”ევექსის”, ”რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია”.

”ჩვენ ამ კონგრესს მხარს ვუჭერთ. 100-მდე დელეგატი ესწრება შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი სპეციალისტებისთვის. ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები ვართ დღეს ამ დარგის განვითარებაში”, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

”ევექსმა” ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის გადაუდებელი მედიცინის 10 ლიცენზირებული განყოფილება გახსნა. კორპორაციის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მედიცინის ამ დარგის განვითარება და კვალიფიციური კადრების გადამზადებაა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები